|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადავარდნილი ტურისტი კლინიკაში რჩება

ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდნილი მოზარდი კლინიკაში რჩება. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, მოზარდს ქალატვინის ღია ტრავმა და ქალაფუძის მოტეხილობა აღენიშნება.

"შემოიყვანილია 14 წლის ახალგაზრდა. მისი და მშობლების გადმოცემით, ტრავმა მიღებულია სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. მოყვანისას პაციენტი გონზე იყო. აღენიშნებოდა ღია ჭრილობა შუბლის არეში, თავბრუს ხვევა და თავის ტკივილი. გამოკვლევების შედეგად დადგინდა დიაგნოზი - ქალატვინის ღია ტრავმა, გემატომა შუბლის წილში, ქალაფუძის მოტეხილობა. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიური დაკვირვების პალატაში. ამჟამად საკითხი ოპერაციული მკურნალობის შესახებ არ დგას. შემდეგ გადაკონტროლდება ანალიზები და კვლევები და შემდეგ განისაზღვრება საბოლოო მკურნალობის სტადია. ჯერჯერობით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - აცხადებს გიორგი ხუციშვილი.

ტურისტი გალავნიდან დღეს გადმოვარდა, ის გალავანზე ფოტოების გადასაღებად იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა