|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პლაკატების ჩამოხევით და კონცერტით აპირებენ ამომრჩევლის განწყობის შეცვლას?"

ქუთაისში, "ქართულ ოცნებას"  სააგიტაციო პლაკატების განადგურებაში ადანაშაულებენ. ქუთაისის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტიკურმა მდივანმა  ირაკლი გვალიამ  ფაქტის ამსახველი ფოტოები მან  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ნიუპრესთან" საუბრისას კი აღნიშნა, რომ პლაკატების განადგურება ორი დღის წინ დაიწყო.

„ორი დღის წინ დაიწყო პლაკატების განადგურება. მონ პლეზირთან, ანუ პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგხვდა პლაკატები ჩამოხეული. საღორიაზე  კი ჩვენს მასალაზე გადაკრულია "ოცნების" პლაკატები.  ეს მასიური შეტევა იმ ბრალდებით დაიწყეს,  რომ მათი ბანერები გავანადგურეთ.  პირადად ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ "ნაციონალური პარტიის" არცერთ წევრს მათი პლაკატები არ დაუზიანებია.  ბანერების ჩამოხევით და კონცერტით აპირებენ ამომრჩევლის განწყობის შეცვლას?", -განაცხადა გვალიამ. 
"ნიუპრესი" "ქართული ოცნების" პრესსამსახურს დაუკავშირდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა