|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის საკრებულოს წევრების ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელი დაიჭრა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარბევში,  რესტორან "წინაველში" რვა მარტს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დაცვის თანამშრომელი ამ დროისთვის მკურნალობას საავადმყოფოში გადის. 

რესტორანში ჩხუბს ადასტურებს შსს, თუმცა დამატებით დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობენ, მათ შორის კომენტარს არ აკეთებენ დაცვის თანამშრომლის დაშავების შესახებ.

რესტორანში დაპირისპირება 8 მარტს, საღამოს მოხდა. ერთმანეთს ბაღდათის საკრებულოს წევრები და მოქალაქები დაუპისპირდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ბაღდათის მერი  და საკრებულო თავმჯდომარე იმერეთის გუბერნატორთან ერთად მივლინებაში იმყოფებიან. 

 

ფიზიკური დაპირისპირება ბაღდათის საკრებულოს წევრებსა და მოქალაქეებს შორის

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა