|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფიზიკური დაპირისპირება ბაღდათის საკრებულოს წევრებსა და მოქალაქეებს შორის

ბაღდათის საკრებულოს წევრებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური  დაპირისპირება პოლიციის ჩარევით დასრულდა. 

„ნიუპრესის“ ინფორმაციით, ბაღდათის საკრებულოს წევრები და მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არეულობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარბევში,  რესტორან "წინაველში" რვა მარტს, საღამოს საათებში მოხდა. ერთ-ერთ დაზარალებულს სამედიცინო დახმარებაც დაჭირდა.

რსებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრები  რესტორანში 8 მარტის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.  სარვამარტო სუფრაზე  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე და კომისიის თავმჯდომარეები, ასევე საკრებულოს სხვა წევრები მეუღლეებთან ერთად, დაახლოებით 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„ჩხუბი  რესტორან "წინაველში" ბაღდათის საკრებულოს წევრებს და მოქალაქეებს შორის მოხდა. დაზიანება მიიღეს,  როგორც საკრებულოს წევრებმა, ისე მეორე მხარემ. გამოძახებული იყო პატრული, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარებაც,  ერთ-ერთ დაზარალებულს  ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა,“-აცხადებს ინფორმირებული პირი, რომლის თქმითაც, შესაძლოა, მომხდარს გუშინ ყოფილ გამგებელზე თავდასხმასთანაც ქონდეს კავშირი. 

 „ნიუპრესის“ ინფორმაციით, საქმეს თერჯოლის პოლიცია იძიებს. 

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე მივლინებაში იმყოფება, თავად კონფლიქტში მონაწილე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ასევე დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა