|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში "ევროპული საქართველოს" სააგიტაციო პლაკატები დააზიანეს

 პარტია „ევროპული საქართველოს’’ ინფორმაციით, ბაღდათში მათი საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პლაკატების დაზიანება თანამშრომლებს ბაღდათის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ამბერკ რობაქიძემ  დაავალა. ირაკლი აბესაძის თქმით, ამ ქმედების უკან „ქართული ოცნების’’ ხელისუფლება დგას. 
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავ, თავხედურ გამოყენებას და ხელის შეშლას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ოპოზიციური პარტიების, კერძოდ, “ევროპული საქართველოს“ მისამართით. თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ბაღდათში, გამგეობის, ბაღდათის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ამბერკი რობაქიძის გადაწყვეტილებით, დღეს დაიწყო ქალაქში „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რაც არის „საარჩევნო კოდექსის“ უხეში დარღვევა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, ჯარიმის სახით. ასევე, ამ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმისთვის, რომ ეს იყოს მაგალითი ყველა საჯარო მოხელისთვის - არ შეასრულონ „ქართული ოცნების’’ პარტიული შტაბიდან წამოსული კანონდარღვევის დავალებები, რომლებიც ხელყოფს, „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებების უფლებას. ეს არის უხეში კანონდარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავი გამოყენება და ეს არის პირდაპირი ხელისშეშლა ოპოზიციური პარტიისთვის განახორციელეობს საარჩევნო კამპანია’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანების მხრივ ქალაქი ბაღდათი გამონაკლისი  არ არის და მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხორციელდება „ევროპული საქართველოს“ სააგიტაციო მასალის დაზიანება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა