|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

ქუთაისის ყოფილი ვიცე მერის,  დეველოპერული კომპანიის 'სვეტი" დამფუძნებლის  გივი ჯიბლაძის  გატაცების ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში რჩებიან.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ 4 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატები დაკავებულებისათვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

დაკავებულების ადვოკატი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

თავის მხრივ, სასამართლოსათვის მიმართვას გეგმავს ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის  შვილიშვილი, ვასილ წერეთელი. ის გივი ჯიბლაძეს პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ცნობილი მოქანდაკის სახელი საქმისთვის მეტი რეზონანსულობის მისაცემად გამოიყენა.

ლევან ჩქარეულიდა გია ბახტაძე, რომელიც გია ჯიბლაძის გატაცების ბრალდებით დააკავეს, ვასილ წერეთლის კომპანიის დირექტორია. ასევე  გატაცებაში ბრალდებული ყველა პირი ამავე კომპანიის თანამშრომელია.

ახლადგამოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, დაკავებულებს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ. 

 

 

ამ თემაზე:ბიზნესმენს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს

 

ავტორი: ნიუპრესი