|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი მოსახლეობას ხვდება(R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი სოფელ მამხუტის, ქვემო არქევანისა და ზემო არქევანის მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატთან ადგილობრივებმა სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრეს. „ჩვენ ვიცნობთ თითოეული თემის, სოფლის, უბნის და ოჯახის პრობლემას, აქტიურად ვიმუშვებთ, რათა მოქმედი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაიხვეწოს და მათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ. ვიმუშავებთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მწირი მიწების მფლობელებისთვის მიწის(ქონების) გადასახადის შემცირების შესახებ, შევეცდებით მეტი დაფინანსება მოვიზიდოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ გარემო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მეტი ადამიანი დაასაქმონ. წარმატებული გლეხი, ფერმერი, მოქალაქე ჩვენი მხარის წარმატების გარანტიაა”,- განაცხადა ბოლნისის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

ავტორი: ნიუპრესი