|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა და ბიზნესმენის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა და ბიზნესმენის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ადგილობრივებმა კაფე "ფლამინგოს" მათ უბანში მშენებლობა გააპროტესტეს და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანეს.

"ვაპროტესტებთ ჩვენს ეზოში კაფეს მშენებლობას, რადგან ამას ეწირება სკვერი და ერთადერთი დასასვენებელი ადგილი, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, რომ გააუქმოს მერიის ნებართვა და კაფე სხვა ადგილზე გადაიტანონ"-აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, მერიის სიტყვიერ დაპირებას არ ენდობიან, რადგან თვლიან, რომ მერია დაპირებას არ შეასრულებს.

ადგილობრივებს სოლიდარობას უცხადებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელიც მერიას ინფორმაციის გაჟღერებისთანავე დაემუქრა სასამართლოთი.

შეგახსენებთ, რომ ბუხაიძის ნომერ 17 და 19 კორპუსების მცხოვრებლებმა კაფეს წინააღმდეგ რამდენიმე აქცია გამართეს. შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მერიაში აცხადებენ, რომ  მშენებლობა მოსახლების ნების წინააღმდეგ არ მოხდება და ბიზნესმენს ახალ ადგილს შესთავაზებენ.

 

მოსახლეობის პროტესტის გამო კაფეს მშენებლობა შეჩერდა

ჩაშლილი პროტესტი - ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები აქციაზე არ მივიდნენ

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა