|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩამოვა თუ არა კახი კალაძე დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში?

26 მაისს ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებებში ადგილობრივებთან ერთად ენერგეტიკის სამინისტროც ჩაერთვება.

სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ირაკლი გაფრინდაშვილის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში სამინისტროს მხოლოდ პრესსამსახური წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, ჩამოსვლას ვერ ახერხებენ  მინისტრი კახი კალაძე და სხვა წარმომადგენლები.

სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქის ცენტრში დაიდგა ელექტროგადამცემი ანძა. სამინისტროს პრესსამსახურის ირაკლი გაფრინდაშვილის განცხადებით, ანძა გაფერადდება და ასევე დაიდგმება მონიტორი, სადაც სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ჩვენება მოხდება. 14:00 საათიდან დაიწყება სამინისტროს მხარდაჭერით ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი დიჯეები მიიღბენ, კონცერტს ერეკლე დეისაძე დაასრულებს.

შეგახსენებთ, პრემიერის დავალებით, დამოუკიდებლობის დღეს სამინისტროები წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. ასევე გადაწყდა, რომ დამოუკიდებლობის დღის ძირითადი თემა "ვეფხისტყაოსანი" იქნება.

ამ თემაზე :

26 მაისის დღესასწაული შოთა რუსთაველის თემით აღინიშნება

ენერგეტიკის სამინისტრომ ქუთაისის ცენტრში ანძა დადგა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა