|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი" - ქუთაისში ახალგაზრდებმა უპერსპექტივობა გააპროტესტეს

"ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი"- ამ შინაარსის აქცია პერფორმანი ახალგაზრდებმა ქუთაისის მერიის წინ გამართეს.

სამოქალაქო აქტივისტები ქალაქში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქუთაისში დასაქმების პერსპექტივის არ არსებობის გამო ქალაქს ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ.

აქციის მონაწილეებმა ასევე 12 დაპირებული და შეუსრულებელი პროექტების ფოტო გამოფენა მოაწყვეს. ასევე ერთ-ერთმა ახალგაზრდა პოეტმა პროტესტის ნიშნად თავისივე დაწერილი ლექსები დაწვა, იმ მიზეზით რომ ქალაქში აღარ დარჩა არავინ,  ვინც მის პოეტურ კრებულს წაიკითხავდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა