|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს"-ამირან გამყრელიძე

"ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს -ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოში ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.

„საქართველოში გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურდა, მაგრამ ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს თეირანი", - განაცხადა გამყრელიძემ.

იგი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, აუცილებელი საჭიროების გარდა, ჩინეთში და იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა