|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თბილისი-სენაკის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

ავარია გზის იმ  ნაწილზე მოხდა, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად  მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 

სატვირთოს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ქალი და ბავშვი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი