|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ დავუშვებთ, ბავშვებს წაართვან ერთადერთი სკვერი ამ უბანში"

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩის მოსახლეობა სკვერისათვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვს.

ადგილობრივების ინფორმაციით,  ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება, რასაც აპროტესტებენ.

 მოსახლეობამ პრობლემის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობის" ადგილობრივ წარმომადგენლებთან ისაუბრა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ნიკა ნარსიას განცხადებით, იბრძოლებენ ტერიტორიის შენარჩუნებისათვის.

"ჩვენ არ დავუშვებთ ბავშვებს წაართვან ერთადერთი სკვერი ამ უბანში",  - განაცხადა ნიკა ნარსიამ. 

მერიაში განმარტავენ, რომ გაპონოვისა და ნიუპორტის ქუჩების კვეთაზე არსებულ ტერიტორიის ნაწილს - 1100 კვ. მეტრის ფართობს ოფიციალურად აქვს მინიჭებული სკვერის სტატუსი და იქ რაიმე სახის მშენებლობა არ მოხდება. მიმდებარე ტერიტორია კი არ არის რეკრეაციული ზონის, ამიტომ რამდენიმე თვის წინ ის აუქციონზე გასხვისდა  და ადგილზე მშენებლობა იგეგმება.

ნიკა ნარსია  ტერიტორიის გასხვისების დამადასტურებელ საჯარო რეეესტრის ამონაწერს ავრცელებს.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა