|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს - ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს-ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები დაკავებულ ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და მის დროულ გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ადამიანის უფლებების დაცვის დღეს შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ადამიანების უფლებების დარღვევა და მით უფრო, გამოვეხმაუროთ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას. ერთ თვეზე მეტია პატიმრობაშია, რაც არის მიუღებელი, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება და მოხდეს გათავისუფლება", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი