|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა - გრიგორი კარასინი

ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე გრიგორი კარასინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალმა ატმოსფერომ რუსეთსა და საქართველოს შორის, უკვე დაიწყო ხალხების სასარგებლოდ მუშაობა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არასტაბილურია და შესაძლებელია ხალხის მასის მიერ დაფიქრების გარეშე იყოს გაუქმებული, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე.

„საქართველოში ეტყობა დაავიწყდათ, რომ რუსეთს თავისი შეხედულება აქვს პატიოსნებასა და ღირსებაზე. ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ. იძულებულები ვართ წინასწარ გავთვალოთ რისკები და გავანეიტრალოთ. იმედი მაქვს, ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ ჭკუაზე მოიყვანა ისინი, ვისაც სურს ცინიკურად მოაგროვოს ქულები პოლიტიკურ თამაშში ანტირუსული რიტორიკის და მუქარის ხარჯზე. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის. ჩვენს ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, მხარი დაუჭირონ სწორედ კონსტრუქციულ მიდგომებს“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, სიტუაცია მტრობისა და კონფრონტაციის ჩიხში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულმა რადიკალებმა შეიყვანეს. მან საქართველოსთან ავიამიმოსოვლის დაბლოკვას ხისტი, თუმცა ადეკვატურ ზომა უწოდა.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ადეკვატური რეაქციის შედეგად გონს მოეგნენ ისინი, ვისაც პოლიტიკურ, თამაშში ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე, ქულების ცინიკურად მიღება სურს,”-განაცხადა კარასინმა.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, მოსკოვში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა