|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" დააპურე საქართველოში" - ქუთაისში საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია  - "დააპურე საქართველოში" გაიმართა.  

აქციაში დღეს მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ  "ბარაქამ" მიიღო მონაწილეობა.

 ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ნატალი პატარიძის განმარტებით, აქციას ხვალიდან სხვა კვებითი ორგანიზაციები შემოუერთდებიან.

„მოქალაქეეებს ათი დღის მანძილზე შეუძლია მოვიდნენ და წაიღონ უფასო საკვები, იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი კვების ორგანიზაციები მიიღებენ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას,“- განაცხადა ნატალი პატარიძემ.

დღევანდელი აქციით ჯერჯერობით მხოლოდ  სამმა მოქალაქემ ისარგებლა.

ანალოგიური აქციები თბილისში რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა