|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლოებამ გზა გადაკეტა. სოფელ საღანძილეში ადგილობრივების აქცია ამჟამად მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი სოფელ საღანძილეში ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები და დაბინძურებული მდინარეა.
მათი განცხადებით, კომპანიაში დასაქმებული რამდენიმე ადგილობრივი გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. დაბინძურებული მდინარე ბავშვების მოწამლვის მიზეზი გახდა. 

არსებულ ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ კომპანია "ნიუ სფეისი"  მდინარეში ქვიშის მოპოვებას ეწევა.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან მხარდაჭერას და კომპანიის საქმიანობის შესწავლას მოითხოვენ. მათ მიერ აქცია მეორედ იმართება.

სოფლის მოსახლოებას მხარდაჭერას უცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, რომელიც ადგილზე იმყოფება. წულაიას განცხადებით, მოსახლოება იმედოვნებს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს და კომპანიის საქმიანობის შესწავლა მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი