|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაეხმარე თანამემამულეს"- ემიგრაციაში დაწყებული საქველმოქმედო პროექტი

15 წლის წინ, ბევრი თანაქალაქელის მსგავსად, ემიგრაციაში წავიდა. ემიგრანტობის რთულ პერიოდში, ვერც იფიქრებდა, რომ ასეულობით ადამიანის დაეხმარებას შეძლებდა. წლების შემდეგ მოახერხა და გასაჭირში მყოფი ემიგრანტების იმედად იქცა. საბერძნეთში მყოფმა ნანა თევდორაძემ, ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად ორგანიზაცია "დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი" დააფუძნა. მალევე პანდემიის პირველი ტალღა დაიწყო.

მისი თქმით, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საბერძნეთიც რთული მდგომარეობა იყო, ადამიანებს პრობლემები შეექმნათ და ცენტრი სწორედ მათ ეხმარებოდა.

"ათენში ასობით ემიგრანტი უმუშევარი დარჩა. არ ჰქონდათ თავშესაფარი. ჩვენი ორგანიზაცია იყო პირველი, ვინც საელჩოს და საკონსულოს დახმარებით ქუჩაში დარჩენილ ემიგრანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. ამას მოჰყვა დიდი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისგან და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით შევძელით 1000-ზე მეტი ემიგრანტის დახმარება. თითქმის სამი თვე გრძელდებოდა დახმარების პროგრამა. მათ პროდუქტს ვურიგებდით"-განაცხადა ნანა თევდორაძემ.

მიღებული გამოცდილების საქართველოში გამოყენებაც სცადა, რაშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსი დაეხმარა.

 

 

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, მივიღე მონაწილეობა. წარვადგინე პროექტი სახელწოდებით "ჩვენი მესიჯი". მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონკურსო კომისიის წევრებს, რათა მომცეს საშუალება პროექტის განსახორციელებლად. დღეს ორგანიზაციის სოციალური ფონდი "დაეხმარე თანამემამულეს" ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს. საქართველოშო პირველი დახმარება ქუთაისში მოვახდინეთ. დავეხმარეთ ბავშვთა სოფელს და რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს. მეორე დახმარება იყო ონში, სადაც მიწისძვრით დაზარალებულ სოფლებს დავეხმარეთ. ახლახანს, რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ვანის საკრებულოს გადავეცით ტანსაცმელი. ძალიან დაგვეხმარა "საქართველოს ფოსტა", მათი გვერდით დგომით, უსასყიდლოდ ჩამოვიდა ტვირთი საქართველოში და მადლობა მათ, უანგარო დახმარებისთვის. დახმარების სახით გავცემთ, პროდუქტს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. გვიხარია, რომ შეგვიძლია ადამიანებს ამ რთულ პერიოდში დავეხმაროთ "-განაცხადა ნანა თევდორაძემ.

პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ქველმოქმედებისა, დაგეგმილია სხვა ღონისძიებები, მათ შორის ქუთაისი - ნიკეასა და ათენი - ნიკეას, როგორც დაძმობილებული ქალაქების ერთობლივი ღონისძიება. პროექტზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა