|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში სამსახურების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში კანონი ირღვევა

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. გავრცელდა ინფორმაცია მერიაში სამსახურების მოსალოდნელი გაუქმებისა და გაყოფის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის გაუქმება, ინფორმაციას მერიაში კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არც განიხილება.

ამავდროულად მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების გაყოფა, რადგან არასწორია, ერთმა სამსახურმა გასცეს ნებართვა და მანვე მოახდინოს ზედამხედველობა. თუმცა "ნიუპრესის"კითხვაზე, ამ შემთხვევაში ხომ არ მოხდება "საჯარო სამსახურის შესახებ" არსებული კანონონის დარღვევა, რომელიც მერიას მხოლოდ 13 თანამდებობის პირის ყოლის ნებას აძლევს, გვიპასუხობენ, რომ სამსახურის გაყოფა მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, თუმცა ყველა პროცედურა ისე განხორციელდება, რომ კანონი არ დაირღვევა.

იმ შემთხვევაში, თუ არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის გაყოფის იდეა რეალობად იქცა, მერიაში პარალელურად რომელიმე სამსახურის გაუქმება მოუწევთ.  მერიაში ასევე აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეორგანიზაცია დეკემბერის ბოლოს დასრულდება და ყველა კითხვას პასუხის ამ დროისთვის გაეცემა.

მერიაში 9 სამსახური მუშაობს. მერს სამი მოადგილე ყავს. 

მესამე ვიცე–მერის შტატი წელს დამეტა, რითაც თანამდებობის პირთა რაოდენობა 13–მდე შეივსო. როგორც მერიაში იმ დროს აცხადებდნენ, საშტატო ნუსხაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება უკავშირდებოდა იმას, რომ მოხდა რამდენიმე პოზიციის დაწინაურება, რაც გულისხმობს სპეციალისტის უფრო მაღალ რანგზე გადასვლას, მათივე ინფორმაციით,   მერიას კანონის ფარგლებში თანადებობის პირთა რაოდენობის 13–მდე გაზრთა დაევალა. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეორგანიზაციის პროცესის დასაწყისში "ნიუპრესის" კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამსახურების სტრუქტურული რეორგანიზაცია გიორგი ჭიღვარიამ კატეგორიული უარი განაცხადა.  მისი თქმით, ამის შესაძლებლობას მათ კანონი არ აძლევთ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა