|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამსახურებული მწვრთნელის, ილია ბობოხიძის 100 წლის იუბილე აღინიშნა

ქუთაისში საბჭოთა კავშირის დამსახურებული მოჭიდავისა და მწვრთნელის ილია ბობოხიძის 100 წლის იუბილე აღინიშნა. საღამოზე დამსახურებული მწვრთნელისადმი მიძღვნილი  ზურაბ ჯავახაძის ავტორობით შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, ასევე მოეწყო ფოტო გამოფენა.

ილია ბობოხიძემ ბევრი წარმატებული მოჭიდავე აღზარდა, მათ შორისაა მრავალგზის ჩემპიონი, თიმურაზ აფხაზავა.

იუბილეს ქალაქის მერი შოთა მურღულია დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებებით დაინტერესება მომავალი თაობისთვის კარგის ნიშანია. ”ძალიან კარგი საღამო შედგა ქუთაისში. ჩვენ გავიხსენეთ ძალიან დიდი მწვრთნელი და სპორსტმენი, რომელმაც ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გაზარდა. ორი დღის განმავლობაში გაიმართება მის მიერ გამოზრდილი ორი სპორტსმენის სახელობის ტურნირი.  გამოიცა წიგნი ილია ბობოხიძის ცხოვრებაზე და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი ღონისძიებებით დაინტერესება დიდია“,- განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ხატია ბანძელაძე