|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დარღვევები, რომელიც საბავშვო ბაღებსა და სკოლის ბუფეტებში გამოვლინდა

ჭურჭლის გასარეცხი და ხელსაბანი ნიჟარების არასაკმარისი რაოდენობა, ცხელი წყლისა და შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების, სათანადო ვენტილაციის,  დეზობარიერების, მწერებისაგან დამცავი ბადის არარსებობა, დამცავი ტანისამოსის არქონა - ეს ის დარღვევებია, რომლებიც სეს-ის მიერ ჩატარებული  ინსპექტირებას  საბავშვო ბაღების კვების ბლოკებსა და სკოლის ბუფეტებში  გამოვლინდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტომ მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა. მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდა 290  ინსპექტირება  (გეგმური - 40 საბავშვო ბაგა-ბაღსა და 4 სკოლაში, არაგეგმური - 2 სკოლაში,  გადამოწმდა 213 საბავშვო ბაგა-ბაღი და 31 სკოლის ბუფეტი).

ინსპექტირებისას  ისეთი კრიტიკული შეუსაბამა არ გამოვლენილა, რაც რომელიმე  საბავშვო ბაღის კვების ბლოკისა ან სკოლის ბუფეტის მუშაობის შეჩერების მიზეზი გახდებოდა. ზემოთ აღნიშნული შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით კი ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები და ვადები, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები გადამოწმებას განახორციელებენ.

გადამოწმებისას  რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო  400 ლარით დაჯარიმდა  5 საბავშვო ბაღი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა