|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს სსენერგო-პროჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს: 

ზესტაფონი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 27  ოქტომბერს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე დაგეგმილია ქ/ს ფერო 220-ის გამორთვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით. გადართვების დროს 5-5 წუთით ძაბვა შეუწყდება ქ/ს ფერო 220-ის ფიდერებს და აბონენტებს ქ. ზესტაფონში სტაროსელსკის ქუჩაზე და მუნიციპალიტეტის სოფლებში კვალითი, ცხრაწყარო, ქვედა საქარა. 

თერჯოლა. 28 ოქტომბერს 11:00-17:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ძაბვა შეუწყდება მ/ძ ქვესადგურის „თერჯოლა-35“ დაახლოებით 4900 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ღვანკითი, ზოვრეთი, ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი. 

ამბროლაური. „შაორჰესში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 27 ოქტომბერს 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ფიდერ „ნიკორწმინდას“ აბონენტებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიკორწმინდა, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი. ასევე, 28 ოქტომბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ აბონენტებს 5-5 წუთით შეუწყდებათ ძაბვა 10:00 სთ. და 18:00 სთ-ზე (გადამცემ ხაზზე „ნაქერალა 1“ დაგეგმილი სამუშაოების გამო). 

ლენტეხი. გაჩეხვითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 27ოქტომბერს დაგეგმილია მ/ძ გადამცემი ხაზის „მურის“ გამორთვა, რის გამოც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე  ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 2000 აბონენტს დაბა ლენტეხში და  მუნიციპალიტეტის სოფლებში.

 

პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები სისტემატურად ტარდება ენერგო-პროჯორჯიას ყველა გამანაწილებელ ქვესადგურში. უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა