|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავასრულოთ ექვთიმეს შესახებ მხატვრული ფილმის გადაღება"

დავასრულოთ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღება, ამ სლოგანით ქუთაისში აპრილის შუა რიცხვებში,   ახალგაზრდული დასი "მარჯანიშვილელები" ლაშა თაბუკაშვილის პიესას "ათვინიერებენ მიმინოს" წარმოადგენს.  აღნიშნული სპექტაკლით, რომელიც თორნიკე მარჯანიშვილის რეჟისორობითაა დადგმული,  დასმა ცოტა ხნის წინ ბაქოში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა.

სპექტაკლის ჩვენება საქველმოქმედო ხასიათის იქნება. ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ფილმზე მომუშავე  შემოქმედებით ჯგუფს.  

"ექვთიმეს შესახებ  ფილმის გადაღების დასრულებისთვის თანხა საკმარისი არ არის, გადასაღები დარჩა 20 წუთი. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი შესაძლებლობებით ჩავერთოთ ამ საქმეში. წარმოვადგენთ სპექტაკლს, საიდანაც შემოსული თანხა სრულად გადაეცემა შემოქმედებით ჯგუფს.  მადლობა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ვაჟა ჯუღელს, რომლის დახმარებითაც თანხას არ გადავიხდით დარბაზისათვის. მე  დიდი იმედი მაქვს ქუთაისელების გულისხმიერების, განსაკუთრებით პირველსკოლელების.  ექვთიმე თაყაიშვილი მთელი საქართველოს სიამაყეა, მაგრამ ის სწავლობდა ქუთაისში, პირველ სკოლაში, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაცაა.  ნუთუ, მთელი საქართველო, ერთ ფილმს ვერ დავასრულებთ?!"-აცხადებს  დასის ხელმძღვანელი მარინა მარჯანიშვილი. 

სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში 12  აპრილს გაიმართება. მარჯანიშვილის თქმით, ჩვენებას ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრება. 

შეგახსენებთ, ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ მხატვრულ ფილმს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს. დაფინანსების არარსებობის გამო, ფილმის დასრულება ვერ ხერხდება. რეჟისორმა დახმარებისათვის  საზოგადოებას მოუწოდა. 

ექვთიმე თაყაიშვილის როლს ცნობილი ქართველი მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. „დაკარგული ლეგენდების“ ფარგლებში ეს არის პირველი მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მოგვითხრობს ქართულ საგანძურზე, რომელსაც ქართველი ემიგრანტი უცხოეთში ინახავდა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა