|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით დვალი ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატებს აფასებს

"ქართული ოცნების" მიერ  დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი  აფასებს. მისი თქმით, ახალი ადამიანებით გაძლიერება პარტიისთვის ყოველთვის საჭიროა.

"ახალი სახეების, ახალი  სისხლის   შემოდინება  და   გაძლიერება პარტიისთვის ყოველთვის საჭიროა. ნამდვილად არ იქნებოდა მარტივად ასარჩევი, ვინაიდან ჩვენდა საამაყოდ ამ ქალაქში ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ. დასახლებული კანდიდატების წარმატებაში სრულად ვარ დარწმუნებული. ისინი ღირსეული ადამიანები არიან და ქალაქი  საკუთარ არჩევანს აუცილებლად მათზე გააკეთებს. დარწმუნებული ვარ იმ გამარჯვებაში, რომელიც აუცილებლად დადგება 8 ოქტომბერს",–აღნიშნა დვალმა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას"  2014 წლის აპრილში შეუერთდა. მანამდე ის  "ქრისტიან დემოკრატების" პარტიის წევრი იყო, რომელიც  2013 წელს დატოვა.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა