|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით დვალი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ბიზნესწილის 3 ლარად შეძენას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზიის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ანგარიშს ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით დვალი გამოეხმაურა. დვალმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და ორგანიზაციას ბიზენსწილის შეძენა შესთავაზა. 

"შპს „დტბ ინვესტი“, რომელშიც მე, დავით დვალი, ზოგიერთი „ჭკვიანის“ გუშინდელი საჯარო განცხადების შესაბამისად, თურმე არადეკლარირებულ „ბიზნესწილებს“ ვფლობ, 2008 წელს დავაფუძნეთ და ჩემი სადამფუძნებლო წილი მასში 3%-ს შეადგენდა. აღნიშნული ფირმის მეშვეობით იმ დროს (2008-2009 წ.წ.), ჩემი და ჩემი პარტნიორების სამწუხაროდ, არ მომხდარა არანაირი სამეწარმეო ქმედების და საბანკო ოპერაციის განხორციელება, მეტიც, არ გასულა არანაირი კორესპონდენციაც კი, რის გამოც, როგორც კი პირველივე სადეკლარაციო წელს საგადასახადო ორგანოში წარვადგინეთ ნულოვანი დეკლარაცია, იქვე ოფიციალურად წერილობითვე ეცნობა საგადასახადო ორგანოს შპს „დტბ ინვესტის“ მიერ დრომდე სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. აქ დასრულდა აღნიშნული ფირმის ისტორია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მრავლისმცოდნე ეგრეთწოდებულ „ექსპერტებს“ ამ ჩემს მიერ „დამალული ბიზნესწილის“ (3%) შეძენას საჯაროდ ვთავაზობ 3 ლარად, რასაც უფასოდ მზად ვარ მივაყოლო მოკლე საგანმანათლებლო ლექცია (თუ მათთვის უკვე დაგვიანებული არ არის) იმის თაობაზე, რომ მსგავსი მემუარებისა და ბიოგრაფიული ჩანახატების შევსებას დეკლარაციის არცერთი გვერდი არ ითვალისწინებს", -წერს დავით დვალი, რომელმაც ორგანიზიაციას მეტი კომპეტენციისკენ მოუწოდა.

შეგახსნეებთ, რომ ორგანიზაციამ ქუთაისის საკრებულოს საქმიანობა შეისწავლა.  კვლევის მიხედვით, მითითებული კომპანია სამეწარმეო რეესტრში, ამჟამად ფიქსირდება, როგორც ქტიური კომპანია.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა