|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ერემეიშვილი საკრებულოს: ერთად შევძელით მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ქალაქისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის

 ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 36-ე სხდომას დაესწრო. იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისს ჰყავს ახალი, არჩეული მერი, დავით ერემეიშვილი დაუბრუნდება ვიცე-მერის თანამდებობას. მან სამადლობელი სიტყვით მიმართა საკრებულოს დეპუტატებს. 

„ 7 თვის მანძილზე, როცა მე ქუთაისის მერის მოვალეობას ვასრულებდი, თქვენთან ერთად გავიარეთ ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდი, პანდემიის გათვალისწინებით. ამ თვეების მანძილზე, ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას და ჩვენი თანამშრომლობით ქუთაისისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი პრობლემის მოგვარება შევძელით. მე რამდენიმე დღეში დავუბრუნდები ჩემს თანამდებობას და თქვენთან თანამშრომლობას ისევ ქუთაისის მერის პირველი მოადგილის რანგში გავაგრძელებ“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა