|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვენდობოდი და ბარათის კოდიც, შესაძლოა, მე ვუთხარი"

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეცალური სერვისების" სამეურნეო განყოფილების უფროსის ძარცვის  ფაქტზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. დაზარალებული "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, რომ მისთვის მთავარი კუთვნილი თანხის დაბრუნებაა და არა ვინმეს დასჯა.

"როგორც გავიგე, ის ქალბატონი მივიდა უკვე პოლიციაში და განუცხადა, რომ თანხა მან აიღო.  უთქვამს, რომ ჩემს თანხას დააბრუნებს, თუ ასე მოხდება, გამოძიების გაგრძელებას აღარ მოვითხოვ.  ამ ხელფასის მოლოდინში ვიყავი და ძალიან შევწუხდი, რომ თანხა აღარ დამხვდა ანგარიშზე. დილით ჩაირიცხა ხელფასი, მეგობარმა მითხრა,  რომ წავსულიყავით ხელფასის ასაღებად, ჯიბეში ბარათი აღარ დამხვდა, წავედი ბანკში,  თუმცა გაირკვა რომ თანხა მოხსნილი იყო.

ამის შემდეგ შევატყობინე თანამშრომლებს და მივმართეთ პოლიციას. ყველა გვერდით დამიდგა და მადლობა მათ ამისთვის",  - განაცხადა დავით განუგრავამ. მისი თქით, პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა ბანკომატთან გადაღებული კადრებით დაადგინა.

თუ როგორ შეძლო ეჭვმიტანილმა ბარათით სარგებლობა, ამის შესახებ განუგრავა განმარტავს, რომ ის თანამშრომელს ენდობოდა,  და შესაძლოა, მისთვის ადრე უთხოვია  ბარათიდან თანხის გამოტანა.

"ვენდობოდი და შესაძლოა, ადრე ვუთხარი, რომ ჩემი ბართიდან თანხა გამოეტანა, კოდი დაიმახსოვრა ალბათ და გამოიყენა. ვიცნობდი, გაჭირვებული ოჯახიდან არის და მეცოდებოდა, მაგრამ მეც ხელფასზე ვარ დამოკიდებული, თვეში 200 ლარის წამალი მჭირდება", -განაცხადა დავით განუგრავამ.

შეგახსენებთ, ძარცვა ქუთაისის მერიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის ანგარიშიდან საკუთარმა თანამშრომელმა 500 ლარი მოხსნა.

 

ამ თემაზე: ქუთაისის მერიის თანამშრომელმა განყოფილების უფროსი გაძარცვა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა