|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით როინიშვილი ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დასახელდა

მესხიშვილის თეატრის მსახიობი დავით როინიშვილი კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა.  რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე როინიშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა. მესხიშვილის თეატრი ფესტივალში ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესების “აუდიენცია” და “წასვლამდე” - მიხედვით დადგმული ორ მოქმედებიანი დრამით “DUPLET”-ი იღებდა მონაწილეობას. მასში მსახიობები ზვიად სვანაძე, დავით როინიშვილი და ელზა სულაძე თამაშობენ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 21-30 ივლისს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ  როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები, ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები. ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგნენ: სამი ირანული დასი - „დიმაკ თეატრალური ჯგუფი“, „ხმა სიჩუმე, მოძრაობა“, „კრეატიული თეატრალური კომპანია“, პოლონეთის ქალაქ შცეშინის თეატრალური კომპანია „ნიემა“, ხარკოვის თეატრალური დასი, უკრაინის დასი - „პუბლიცისტი“ და თეატრი „ესკიზები სივრცეში“ რუსეთიდან. რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი