|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით სერგეენკომ ქუთაისში "დღის ცენტრი" გახსნა

  პირველი დღის ცენტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის შეიქმნა, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქუთაისში გახსნა.

დაწესებულება 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და ჯერჯერობით 7 ბენეფიციარს მოემსახურება. ცენტრში იმერეთის მასტაბით მძიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არიან განთავსებული. მათ სისტემატიური  მკურნალობა ჩაუტარდება.

ცენტრი სპეციალიზებული საოჯახო ტიპი დაწესებულებაა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები იცხოვრებენ. ისინი აქამდე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ.

მინისტრის თქმნით, საჭიროა რამდენიმე ასეთი მომსახურების ცენტრის შექმნა, რათა მოხდეს დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების გადაყვანა ოჯახებსა და ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.

"საქართველოში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრი, პირველად ქუთაისში გაიხსნა. ცენტრში ბავშებს 24 საათის განმავლობაში მოვემსახურებით. ამჯერად ჩვენთან 7 ბენეფიციარია.ისინი მძიმე და ღმრმა შეზღუდული შესაზლებლობების მქონე ბავშვები არიან, რომლებიც ყოვედღიურ დახმარებას საჭიროებენ, მათ არ ყავთ მშობლები. ბავშვებთან 3 აღმზრდელი მუშაობს, ექთანი, სპეციალისტთა ჯგუფის პედიატრი და ფსიქოლოგი. მათთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ განვითარებაზე ჯანმრთელობის პრობლემების მოწესრიგებაზე და სოციუმში ინკლუზიაზე“,-განაცხადა დღის ცენტრის დამფუძნებელმა ანა ჩაჩხუნაშვილმა.

 პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  2015 წლიდან ხორციელდება.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა