|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის"- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, წერეთლის 276 ნომრის მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების განცხადებით, მათ საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის და ბინებს აზიანებს.

მეცხრე სართულზე მცხოვრები ნორა კორძაძის განცხადებით, რამდენჯერმე მიმართა მერიას დახმარებისთვის, მაგრამ განუცხადეს, რომ სახურავისთვის საჭირო მასალას თანადაფინანსებით მიცემენ.

"არ მაქვს საშუალება თანადაფინანსების, ექვსი სული ვცხოვრობთ და თავი ძლივს გაგვაქვს. არ მაქვს შესაძლებლობა, ვთხოვ მერიას, დამეხმარონ, წყალი ჩამოდის და ჭერი დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა",- განაცხადა ნორა კორძაძემ.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ.  მერობის კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებით, მერიამ თავი დაანებოს რესტორნებსა და მივლინებებში ბიუჯეტის ფულის ხარჯვას და ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ.

მერიაში აცხადებენ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ, რადგან გადასახური მასალა მოსახლეობას უფასოდ მიეწოდება, მაგრამ იმისთვის რომ ნამდვილად კორპუსი გადაიხუროს და არ მოხდეს  ამ მასალის გასხვისება, ამისთვის აუცილებელია ამხანაგობას ანგარიშზე  გარკვეული თანხა ქონდეს, რომელსაც ამხანაგობებს კორპუსის გადახურვისთანავე დაუბრუნებენ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა