|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ოჯახის ახლობელია

შსს-მ 5 თვის წინ ფონიჭალაში ჩადენილი დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნა. უწყების ინფორმაციით, 3 წლის გოგონას ბრალდებულმა ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა, დედის გარდაცვალების მიზეზი ასევე დანით მიყენებული 29 ჭრილობა გახდა.

გამოძიების ცნობით, ცეცხლი ბრალდებულმა უკვე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინა. უწყების ინფორმაციით, დანაშაული ოჯახის ახლობელმა ჩაიდინა.

როგორც მოკლულის მეუღლე აცხადებს, გიორგი ხაბელაშვილი, რომელიც ბრალდებულია ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში, იყო ოჯახის ახლობელი. მისივე თქმით, ხაბელაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ფულს ინახავდნენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხაბელაშვილმა ერთ-ერთ პიროვნებას სთხოვა, რომ ის შესულიყო სახლში ფულის გამოსატანად, რაზეც უარი მიიღო და მოგვიანებით კი 22 თებერვალს თავად მივიდა, რა დროსაც საქმის მასალების მიხედვით ნონა რომანაძეს 29 სასიკვდილო ჭრილობა, ხოლო მის შვილს 16 ჭრილობა მიაყენა.

„იცოდა, რომ ფულს ვაგროვებდი, ბინისთვის ვაგროვებდი. ბინა ჩემზე გაფორმებული არ მაქვს და ბინის ყიდვა მინდოდა. თვითონ სხვას უთხრა, რომ თუ შეხვალ და თუ გამოიტანო, მე მიცნობენ. ჩემთან მეგობრობდა, ჩემთან ერთად დადიოდა,“-განაცხადა მოკლულის მეუღლემ.

მომხდარზე გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, არც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი