|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში მედიაცენტრები იხსნება

მედიცენტრები  შეასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:  მედიაბრიფინგების ორგანიზება; სხვადასხვა კანდიდატს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება;
ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, სრულყოფილი სია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ და ა.შ.)
არჩევნების დღეს მედიაცენტრებში ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა: ბრიფინგები დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი ჯგუფებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. მედიაცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. ცენტრში გარანტირებული იქნება უსაფრთხო და ნეიტრალური სამუშაო გარემო.

მედიაცენტრების სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 – 19:00 სთ. არჩევნების დღეს მედიაცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრდე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა