|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად იქნება საჭირო მწვანე პასპორტის წარდგენა? - დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება

"სად გვჭირდება მწვანე პასპორტის წარდგენა - ეს არის: რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა-ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და ასევე, სამთო კურორტების საბაგიროები,"- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ამ დაწესებულებებში პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის გარეშე მოქალაქეები შესვლას ვეღარ შეძლებენ. 

გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ენიჭება ადამიანს მწვანე სტატუსი: 

"მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე,"- ამბობს გიორგი ღიბრაძე. 

ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048 ან Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details... ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა