|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სანოტარო მომსახურების მიღება მოქალაქეებს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში შეეძლებათ

დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს დისტანციურ რეჟიმში ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათიდან ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო და საჯარო რეესტრი.

"სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. ჩვენ იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად, ზედმიწევნით დაცვას, ამ ტემპის მიხედვით გაიცემა იუსტიიცის სამინისტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გახდეს დროებითი სანოტარო ბიუროების სახით," - განაცხადა წულუკიანმა.

ავტორი: ნიუპრესი