|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აპირებენ ჩვენი კარვები დაარბიონ - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო კარვების დარბევას აპირებენ, - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს.  

მისი თქმით, მათ პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსი  სულხან თამაზაშვილი დაუკავშირდა და  სამაშველო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის მიზეზით კარვების დაშლა მოითხოვა. 

„აპირებენ დაარბიონ ჩვენი კარვები,  რისი უფლებაც არ აქვთ. კარვები დგას კერძო ტერიტორიაზე. არ გვინდა, რომ ეს გადაიზარდოს უმართავ პროცესებსში. მაგრამ ჩვენ არაფრის დათმობას ვაპირებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე,  მოვიჭრით უკან დასახევ ყველა გზას.

რაც რიონის ხეობაში ხდება,  ეს არ არის რამდენიმე ადამიანის პირადი ინტერესები, ეს არის მთელი საქართველოს საქმე“, - აცხადებს გოლეთიანი.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მომხდარი ინციდენტი კარვების დაშლის საბაბად გამოიყენოს.

შეგახსენებთ, გუშინ ნამოხვანში მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა და გაუჩინარდა. მას შემდეგ ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნიუპრესი