|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეკლესია საუკეთესოდ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რადგან ჩვენთან არცერთი ინფიცირებული არ არის" - მეუფე იოანე

ეკლესია საუკეთესოდ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რადგან ჩვენთან არცერთი ინფიცირებული არ არის - ამის შესახენ ქუთაისის-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დღეს ხარების ტაძარში  ჩატარებული წირვა-ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ტაძარში მრევლის სიმრავლესთან დაკავშირებით კი მეუფე იოანემ აღნიშნა, რომ ხალხს უხარია ღმერთთან მოსვლა. 

"ეკლესია საუკეთესოდ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რადგან ჩვენთან არცერთი ინფიცირებული არ არის. ეპიდემიოლოგებს თავის ხედვა აქვს, ეკლესიას თავისი..  ხალხმრავლობა იყო დღეს, ხალხს უხარია უფალთან მოსვლა"-განაცხადა მეუფე იოანემ.  

 რაც შეეხება საღდგომო ლიტურგიას, მეუფის თქმით, კურთხევა როგორიც იქნება, ისე შესრულდება წირვა-ლოცვა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა დღეს  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ხარების ტაძარში ჩაატარა.  ტაძარში მრევლისთვის სპეციალური მონიშვნებია გაკეთებული, სტიქაროსნები მრევლს ნიშნულებზე დადგომისკენ მოუწოდებენ, თუმცა ხალხმრავლობის გამო დისტანციის სრულად დაცვა ვერ ხერხდება.

ხმის გამაძლიერებელია დამონტაჟებული ტაძრის ეზოში. მრევლის თქმით, წესებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძარში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ამიტომ წირვა-ლოცვას ესწრებიან. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას, ამობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

ავტორი: ნიუპრესი