|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ენკას" ოფისთან ჰესის მოწინააღმდეგეები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში კომპანია ენკას ოფისთნ მივიდნენ.  აქტივისტებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა. 

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა კომპანიის ოფისისკენ მასძშემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციის შეფმა მათ განუმარტა, რომ ნამახვანის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებდნენ.

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში  გიგანტური ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ  ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის EMC-ს განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით,  მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა