|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ სულორში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერიმენტი მიმდინარეობს [VIDEO]

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სულორში საინტერესო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. 15 ოჯახი აზიური ფაროსანასგან თხილის პლანტაციების გადარჩენას მწერთა სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი პრეპარატით ცდილობს.

მეცნიერი კარლო კიკორია ამბობს, რომ იდეა იმ ფერმერების გამოხმაურების შემდეგ  დაიბადა, რომლებმაც გასულ წელს პრეპარატი, მათივე მტკიცებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს.

რეალურად მოქმედებს თუ არა მწერების სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი პრეპარატი აზიურ ფაროსანაზე და თუ კი - რატომ?  კარლო კიკორიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კმაყოფილ ფერმერთა რიცხვი ცოტა არ იყო, გადაწყვიტეს, მიმდინარე წელს ინფორმაცია საველე პირობებში, მეცნიერთა ზედამხედველობით გადაემოწმებინათ.

სოფელ სულორში მიმდინარე ექსპერიმენტს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც აკვირდებიან.

 

 

 

სინქრონი:

კარლო კიკორია - ენტომოლოგი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა