|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნული გამოცდები უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აღარ ჩატარდება

წელს პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აღარ გაიხსნება.  საგამოცდო ცენტრების რიცხვს გამოაკლდა საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლაც. მიზეზებზე EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა:

,,მოგეხსენებათ, წელს პირველად გამოცდებს განსხვავებული ფორმატით ვატარებთ. ელექტრონულ ფორმატზე გადასვლამ განაპირობა ის, რომ თითეულ კანდიდატს საგამოცდო ცენტრში უფრო დიდი სივრცე სჭირდება. თითოეულს მუშაობისთვის ორი მაგიდა ესაჭიროება. შესაბამისად, ოთახის სივრცეც უნდა გაიზარდოს. მაღლივ კორპუსში ამდენი დიდი აუდიტორია არ არის, სკოლებში კი გაცილებით დიდი ფართის ოთახებია. წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი გამოგვაკლდა, ეს არის 161 სკოლა. მშობლების, გულშემატკივრების დიდი ოდენობა ქუჩის გადაკეტვას იწვევდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლები პროტესტს გამოთქვამდნენ.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ გამოცდა აღარ ჩავატაროთ,”- განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებს რამდენიმე საჯარო სკოლა შეემატა და მათი ზუსტი ნუსხა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ზუსტ ინსტრუქციასთან ერთად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაგნონ აბიტურიენტმა თავიანთ საგამოცდო ცენტრებს.

რაც შეეხება ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრებს: ტრადიციულად,  ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრებად რჩება ბათუმის უნივერსიტეტსა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტებში განთავსებული საგამოცდო ცენტრები. თუმცა, რომელი უფრო მეტ აპლიკანტს უმასპინძლებს 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გამოსაშვები გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა