|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთ-ერთი დაშავებული თანხას არ გვართმევდა -,,მე ცოცხალი მაინც ვარ, იმას სამი შვილი დარჩაო"

ერთ-ერთი დაშავებული თანხას არ გვართმევდა -,,მე ცოცხალი მაინც ვარ, იმას სამი შვილი დარჩა და იმათ მივცეთო" - ამის შესახებ ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "HOROOM" - ზე შესული თანხა დაზარალებულ ოჯახებს გადასცეს. 


"დღეს ტყიბულში დაღუპული მეშახტეების პანაშვიდზე ვიყავით, ვნახეთ სახელმწიფოსგან მიტოვებული ადამიანები თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ. ვნახეთ მათი შვილები, დები, ცოლები მამები, დაზარალებულ ოჯახებს ,,HOROOM" - ზე შემოსული თანხა გადავეცით, ერთ-ერთი დაშავებული ადამიანი თანხას არ გვართმევდა -,,მე ცოცხალი მაინც ვარ, იმას სამი შვილი დარჩა და იმათ მივცეთო" -სიბრაზის და უმწეობის განცდა მახრჩობს, ვერასოდეს დავივიწყებ ნანახს. იცოდეთ, როდესაც ქვეყნის კეთილდღეობაზე საუბრობთ, იმ ჭირისუფალი ადამიანების თვალებიდან გიყურებთ და დიდი აფეთქებისთვის ვემზადები. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი "მენტალობის" მქონე პოლიტიკოსები აღარასოდეს მოხვდნენ იქ, სადაც ახლა თქვენ ხართ" - წერს დეისაძე. 

2018 წლის 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტაში ნგრევის შედეგად 6 მაღაროელი დაიღუპა – 3 კი დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი