|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, რომ ქუთაისმა ღირსეული ადგილი დაიკავოს"

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით, მან ხმათა იგივე ოდენობა, მიიღო რაც პირველ ტურში, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ერთგული ელექტორატი ყავს.



"ჩვენ გავიმარჯვეთ, აქტივობითაც კმაყოფილი ვარ, ჩვენი აქტივი ჩვენს გვერდით დგას. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაქალაქელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველა თქვენგანის მერი. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს იმისთვის, რომ ქუთაისმა ღირსეული ადგილი დაიკავოს ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და იყოს ძლიერი ქალაქი ძლიერი საქართველოსთვის. გპირდებით, რომ მომდევნო 4 წელი იქნება წარმატებული", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 87, 55% მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 12,45%. აღსანიშნავია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა