|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფასები იზრდება თუ იკლებს? - საქსტატმა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), თევზეული (14.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (12.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1 პროცენტი). 

რაც შეეხება ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ფასების საერთო დონე შემცირდა. კერძოდ, ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0.5 % შეადგინა. ივლისში წლიური ინფლაციის დონე კი 5.7 %-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.6 პროცენტით. კერძოდ, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-11.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ყავის, ჩაისა და კაკაოს ქვეჯგუფზე (2 პროცენტი).

ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-2.7 პროცენტით) ქვეჯგუფებზე.

ივლისში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1 პროცენტით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.4 პროცენტი).

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა