|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის შეცდომა, ოღონდ დანაშაულზე უარესი"–გუბაზ სანიკიძე

"ეს არის შეცდომა, ოღონდ დანაშაულზე უარესი"–ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას. სანიკიძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება ქვეყნისთვის დამღუპველია.

"ეს არის დანაშაულზე უარესი შეცდომა. ვფიქრობს,  არ ესმის მინისტრს, რა განცხადება გააკეთა. საქართველოსთვის გაწვევაზე უარის თქმა ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე უარის თქმას. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე და არასოდეს ვსაუბრობთ ადამიანის მოვალეობაზე. ადამიანის მოვალეობაა დაიცვას სამშობლო და თუ ამ ქვეყნის მოქალაქეები უარს იტყვიან დაიცვან ქვეყანა, ეს მიგვიყვანს კატასტროფულ შედეგამდე. კონფლიქტურ რეგიონში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ  სხვა ქვეყნების მოდელის გადმოღება არ გამოვა. ქართველი ხალხი იცავდა სამშობლოს ოდითგანვე და ქართველი კაცი არ უნდა გადაეჩვიოს იარაღთან ურთიერთობას. მეტიც აუცილებელია ქალებიც მსახურობდნენ სავალდებულო სამსახურში. იმედი მაქვს, ეს მარტო თინა ხიდაშელის მოსაზრებაა", –განაცხადა გუბაზ სანიკიძემ  ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვის მინისტრმა სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების  შესახებ ბრძანებას დღეს, 27 ივნისს  ჟურნალისტების წინაშე  ხელი მოაწერა.

მინისტრის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი