|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს დღე გვახსენებს ერთიანობის და ერთმანეთისადმი თანადგომის აუცილებლობას!"

ეს დღე გვახსენებს ერთიანობის და ერთმანეთისადმი თანადგომის აუცილებლობას - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“  წარმომადგენელი.   ბადრი ჯაფარიძე ქუთაისელებს ქალაქის დღეს ულოცავს

"პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" სახელით ყველა ქუთაისელს გილოცავთ “გვირილობას” - გაზაფხულის, იმედის და სიკეთის დღესასწაულს! წელს ამ დღესასწაულის შესაფერისი მასშტაბით აღნიშვნა ვერ ხერხდება კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ ეს დღე გვახსენებს ერთიანობის და ერთმანეთისადმი თანადგომის აუცილებლობას! ეს დღე არის ასევე მომავლის იმედის დღე და ჩვენ ამ განსაცდელს არა მხოლოდ დავძლევთ, არამედ ბევრად უფრო ძლიერები გამოვალთ"- აცხადებს ჯაფარიძე.

ავტორი: ნიუპრესი