|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის"

ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის, - განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ   ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. 
ალასანიას თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებრივ პროტესტს "თავისუფალი დემოკრატები" შეუერთდებიან.
”გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვალი დაადგეს და მიისაკუთრეს საზოგადოების და ჩვენი ყველას საკუთრება. ეს საკითხი საკანონმდებლო და სხვა დონეზეც უნდა იყოს განხილული. ჩვენ აქტიურად ჩავებმებით პროცესში, რომელიც საზოგადოებრივ პროტესტს დააფიქსირებს. ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის. ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ყველამ, მათ შორის, არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა პატივის უნდა სცეს ქართველ ხალხს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 ირაკლი ალასანია დღეს წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც რიგგარეშე ადგილობრივ არჩევნებში პარტიის კანდიდატურა დაასახელა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა