|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

EU4Business: COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ბიზნესს ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება და ბიზნეს რეკომენდაცია ერთ ვებ-გვერდზე

გლობალური პანდემიის გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის საქართველოში.

EU4Business-ის გუნდი ნათლად ხედავს იმ სირთულეებს, რომელთაც მცირე და საშუალო ბიზნესი უპირისპირდება.  სწორედ ამიტომ, ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური პლატფორმა (https://covid-19-georgia.eu4business.eu/), რომელიც საშუალებას აძლევს მეწარმეებს, იყვნენ ინფორმირებული და უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კორონავირუსის ეკონომიკურ გამოწვევებს.

საქართველოში ამოქმედდა COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ვებ-გვერდი, რომელიც ადგილობრივ ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ეკონომიკურ შესაძლებლობასა და გადაწყვეტილებას აერთიანებს. COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის მსგავსი პლატფორმა ეხმარება ბიზნესებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მეწარმეებისთვის არ არის მარტივი, რეგულარულად ადაპტირდნენ ახალ რეგულაციებთან თუ ბაზრის მოთხოვნებთან, შეინარჩუნონ დასაქმებულები, მოიძიონ ინვესტიციები და განაგრძონ ოპერაციები პანდემიის პირობებში შემცირებული ფულადი რეზერვებით.

ახალ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის კრედიტისა თუ სესხის აღების შესაძლებლობების, ასევე EU4Business-ის საგრანტო პროგრამების შესახებ. აქვეა მთავრობის მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივები, ადგილობრივ დონეზე ხელმისაწვდომი უფასო პლატფორმები ბიზნეს რჩევებისა თუ კონსულტაციებისთვის, და ინფორმაცია სხვადასხვა თემატური ონლაინ სერვისის შესახებ.

ევროკავშირის EU4Business ყოვლისმომცველი ინიციატივა ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა აქტივობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად.

ავტორი: ნიუპრესი