|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპაში ჩვენი სავიზიტო ბარათი "ვეფხისტყაოსანია""

"ევროპა - მითები  და რეალობა"- თემაზე  საჯარო ლექცია ტელეწამყვანმა და ჟურნალ "national geographic georgia"-ს ყოფილმა რედაქტორმა ლევან ბუთხუზმა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი არსებობის მანძილზე აზიის გავლენას განიცდიდა, არასოდეს ყოფილა აზიური ქვეყანა: "საქართველო თავისი ღირებულებებით განვითარების ყველა პერიოდში  იყო ევროპული ქვეყანა. მთავარი სავიზიტო ბარათი, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ ევროპას, არის "ვეფხისტყაოსანი", ხოლო რუსთაველი ჩვენი ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.  ის ღირებულებები, რომელიც "ვეფხისტყაოსანში" არის გატარებული, ღრმად ევროპული მენტალობისაა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩვენ თვითონ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს", -აღნიშნა ბუთხუზმა.

ხოლო ერეკლე მეფე, მისი თქმით, "ყველაზე ცუდად გაგებული ადამიანია", რომელსაც ჰქონდა მცდელობები ევროპისაგან ისეთი დახმარების მიღების, როგორიცაა ახლა "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა", ეს ხელნაწერი ინახება ავსტრიაში, თუმცა, საბოლოოდ  მას "გეორგიევსკის ხელშეკრულებაზე" მოუწია ხელის მოწერა, რაც იძულებითი ნაბიჯი იყო.

მან ასევე ისაუბრა,  თუ თუ რა ვალდებულებები აიღო საქართველომ ვიზალიბერიზაციის ხელმოწერით ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის კუთხით, საუბარი შეეხო ქუთაისის ტურისტულ შესაძლებლობებსაც. 

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის "SEED" ორგანიზებით და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის" ხელშეწყობით გაიმართა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე