|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპული საქართველო" - "პარტიული სიის ნუმერაცია სიმბოლურია"

"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში ქალაქის მერობის,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისა და პროპორციული სიის ათეული წარუდგინა. წარდგენას ესწრებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. 

"ეს არის გუნდი, რომელიც შეძლებს ქართული ოცნების ხუთწლიანი ვარდნის შემდეგ საქმის წინ წაყვანას, მათ აქვთ ამის ხედვა და კონკრეტული გეგმა დაწყებული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებიდან დამთავრებული პენსიის ზრდით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, ქონების გადასახადების მეშცირებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე ისაუბრა პარტიის ინიციატივაზე,  რომლის თანახმად, პროპორციული სიის ნუმერაცია არის პირობითი და საკრებულოში მოხვდება ის კანდიდატი, რომელსაც მეტი ამომრჩეველი დაუჭრს მხარს. 

 ბოკერიას განცხადებით, პარტიაში იქნება ჯანსაღი შიდა კონკურენცია, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს მას "ქართული ოცნების" გაუმჭვირვალე მართვის სისტემისაგან.

"ქართული ოცნების პრაქტიკისაგან განსხვავებით, ევროპული საქართველო იწყებს ამ პრაქტიკას, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ ადგილზე და რაც მთავარია, გადაწყვეტილებებს იღებენ ამომრჩევლები", -განაცხადა გიგა ბოკერიამ.  მისი თქმით, კარგი იქნება თუ ეს მიდგომა საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბდება. 

პარტიის წარმომადგენლებმა ამ ინიციატივის შესახებ შეთანხმებას სიმბოლურად ხელი მოაწერეს. მათ პირობა დადეს,  რომ დაიცავენ ამ პრინციპს.  

"ევროპული საქართველოს" სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1

გოგისვანიძე დავითი

2

ქუმელაშვილი ნანა

3

დათუსანი ელისო

4

მაღლაკელიძე ანდრო

5

მეშველიანი მერაბი

6

ჩიხლაძე თეონა

7

ქორიძე კახა

8

გვამბერაძე რევაზი

9

ძოწენიძე ამირანი

10

ხუციშვილი გიორგი

 

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ბიოგრაფიები

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა