|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უნიკალური გორელიეფის რესტავრაცია მოხდება

ქუთაისის მერია ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული გორელიეფის რესტავრაციისათვის ტენდერს აცხადებს.

ფალიაშვილის ქუჩა N15 შენობის ფასადზე არსებული კერამიკული პანო „კოლხეთი“-ს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის განსაზღვრულია 19, 470 ლარი. 

მიმწოდებული ვალდებულია პანოს აღდგენა-რესტავრაცია შეუთანხმოს ავტორის წარმომადგენელს.  

პანო ბერნარდ ნებიერიძეს (ფრანცია)  ეკუთვნის, თუმცა მან ბოლომდე ვერ მოასწრო მისი დასრულება.  1987 წელს ავტორის გარდაცვალების გამო სამუშაო კოლეგებმა, ვაჟა ქუთათელაძემ და თემურ ჟორჟოლიანმა დაასრულეს. 

ბარელიეფი უნიკალურია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისისათვის. მასზე გამოსახულია რამდენიმე ცნობილი ქუთაისელის სახე, მათ შორის ბევრი თავად ბერნარდ ნებიერიძის უახლოესი სამეგობროს, შვილისა და ნათესავების პორტრეტებია.

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშოები 45 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს, წინადადებების მიღება 21-დან 26 ივნისამდე გასტანს.

 

 

 ამ თემაზე:   ,,გორელიეფი კოლხეთზე“-გარევაჭრობის ფონად

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა