|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოკონკურის "ილო" ნამუშევრების მიღება დაიწყო

ფოტოკონკური „ილო“, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ეწყობა, წელს მეათედ გაიმართება. საკონკურსო  ნამუშევრების მიღება უკვე  დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში -  4 ნოემბრამდე გაგრძელდება. დასკვნითი გამოფენა, საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება კი 7 ნოემბერს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ.   I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები.

 წლევანდელი კონკურსის თემა თავისუფალია, სექცია „პუბლიკის სიმპატიის“ თემა კი  „ქუთაისი - ქალაქი, რომელიც მიყვარს“- არის.

 ფოტოკონკურს "ილოს"  ნომინაცია "ხალხის სიმპატია" 2011 წლიდან დაემატა, რომლის გამარჯვებულიც სოციალურ ქსელ www.facebook.com–ზე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გვერდზე განთავსებული სურათების მოწონებათა რაოდენობით  გამოვლინდება.

 ფოტოკონკურს "ილო"ს ორგანიზებისთვის ქალაქის მერიამ 2 400 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, ფოტოკონკურსის დასკვნითი საღამო TBC გალერეაში გაიმართება.

 გასულ წელს ფოტოკონკურს „ილო“-ს ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მამუკა კაკაურიძემ პრიზი გარდაცვლილი ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის დედას გადასცა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე